მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი შალვა კერესელიძე და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლეთა ხელშეწყობის ცენტრის მაღაროსკარის ფილიალს ესტუმრნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსწავლეებს და მასწავლებლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.
მხარის რწმუნებულმა და მუნიციპალიტეტის მერმა ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების და კომპანია „ბარამბოს“ მხარდაჭერით, ბავშვებს სასკოლო მერხები, სკამები და საახალწლო ტკბილეული გადასცეს და მათთან ერთად სასკოლო ოთახიც მოაწყეს.
ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.