წითელჟილეტიანი ნათელაშვილი „ოლიგარქიულ სასახლეზე“ შეტევისთვის ემზადება - „ეს ზამთარი უნდა იყოს ივანიშვილისათვის უკანასკნელი“
26-12-2018, 14:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მე მოვუწოდებ მთელ საქართველოს, მეგობრებო, ყველამ, განურჩევლად სქესის, ეროვნული კუთვნილების, პოლიტიკური ორიენტაციის, გადავიცვათ ყველამ წითელი ჟილეტები და შევუტიოთ ოლიგარქიულ სასახლეს და ისეთი ქარიშხალი მოვუწყოთ, რომელიც სიზმარშიც კი შეუძლებელია რომ წარმოიდგინონ“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა სემეკთან, სადაც წითელ ჟილეტებში გამოწყობილმა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრებმა გაზის ტარიფის სავარაუდო გაძვირების საწინააღმდეგო აქცია გამართეს.

 


„როდესაც მთელი საქართველო გადაიცმევს აი ამ ჟილეტებს და გამოვა გარეთ, ოლიგარქიისგან, ივანიშვილისგან, ყაჩაღი ბანკირებისგან, არაფერი არ დარჩება და საქართველო დაუბრუნდება თავის მფლობელს, მის უდიდებულესობა ხალხს, ჩვენს ხალხს.

 


ფრანგებმა ყვითელი ფერი აირჩიეს, ჩვენ წითელი ფერით მოვედით, ჩვენი მიწა მორწყულია ჩვენი წინაპრების აი, ამ ფერის სისხლით და ჩვენ აი, ამ წითელი ფერით გავიმარჯვებთ... როდესაც დაინახავს ხელისუფლება, რომ ხალხი ერთად დგას, რომ ხალხი უკან არ იხევს, სამ დღეში დაემხობა აი, ეს თიხის ფეხებზე აგებული ბიძინა ივანიშვილის ნარკო-ბარონული რეჟიმი მეგობრებო, და ჩვენ ეს საქმე უნდა გავაკეთოთ. ეს არის ჩვენი მოვალეობა. ეს არის ჩვენი დიდგორი, ეს არის ჩვენი მარტყოფი... ეს ზამთარი უნდა იყოს ივანიშვილისათვის უკანასკნელი ზამთარი. გაზაფხულს, ეს პოლიტიკური რეჟიმი არ უნდა მოესწროს, არ უნდა შეხვდეს“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი