თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები აქციას მართავენ.
თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სპეცრაზმელისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის დასჯას ითხოვს.
„გავიდა ერთი წელი ოპერაციის ჩატარების დღიდან კი არა, თემირლანის დახვრეტის დღიდან. ზუსტად ერთი წელი შესრულდა დღეს. იმ დღეს თემირლანის ცხედარი იქნა გატაცებული ჩემი ოჯახიდან, რომ მისი თავიდან კვალი წაეშალათ. ერთი წელია ველოდები ამ არშემდგარი ხელისუფლებისგან, ბოროტით სავსე შექუჩებული ხროვისგან, თუნდაც პატარა რამით მაინც ეღიარებინათ ის შეცდომა, რაც სახელმწიფომ, ამ ხელისუფლებამ დაუშვა, მაგრამ ამაოდ", განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა.
იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.