თემირლან მაჩალიკაშვილის დედა: სანამ ჩემი შვილის უდანაშაულობა არ დადგინდება და სანამ ჩემი შვილის მკვლელები არ დაისჯებიან, სიკვდილზეც წავალ
26-12-2018, 16:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სანამ ჩემი შვილის უდანაშაულობა არ დადგინდება და სანამ ჩემი შვილის მკვლელები არ დაისჯებიან, სიკვდილზეც წავალ", აღნიშნული განცხადება პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო მარგოშვილმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გააკეთა.

 


„ვფიცავ დღევანდელ დღეს, ჩემი შვილის სულს ვფიცავ, ყველანაირ იმას გამოვნახავ, რომ ეს ადამიანები დაისაჯონ. ჩემი მოთხოვნაა, რომ დაისაჯონ ჩემი შვილის მკვლელები და აღიარონ თემირლანის უდანაშაულობა. გომელაური, გოგაშვილი და ის სპეცრაზმელი - გოგაშვილმა დაგეგმა, სპეცრაზმელმა მომიკლა შვილი", უთხრა „რუსთავი 2"-ს თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ.

 


პარლამენტის შენობის წინ სპეცოპერაციის დროს მოკლულის ოჯახის წევრები აქციას მართავენ.

 

 

სპეცოპერაცია, რომლის დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა, 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარდა.

 

 

იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი