კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" 1400 მმ-იან VI და VII მაგისტრალურ წყალდენებზე მომხდარი დაზიანებების სალიკვიდაციოდ, გუშინ ღამიდან სასწრაფო ტექნიკური სამუშაოების განხორციელება დაიწო.
წუხელ, დაახლოებით, 23:00 საათზე ავარიულად დაზიანდა ორივე მაგისტრალური არტერიის არაგვის ხეობაში გამავალი მონაკვეთები.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილმდებარეობის სირთულიდან გამომდინარე, მაგისტრალების დაზიანებულ მონაკვეთებამდე მძიმე სპეცტექნიკის გადასასროლად კომპანიის ტექნიკურმა სამსახურმა გზის გაყვანა დაიწყო, რის შემდეგაც, დაზიანების ადგილებში საავარიო ბრიგადების, ასევე, ბულდოზერებისა და ექსკავატორების მობილიზება შესაძლებელი გახდა.
დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაციის პროცესი დღის ბოლომდე გასტანს.
მაგისტრალურ წყალსადენების დაზიანებულ მონაკვეთებზე გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს დილიდან წყალმომარაგება ეტაპობრივად შეუწყდა გლდანის III, IIIა, V, VI, VII, VIII და თემქის III მ/რაიონებს, ცენტროლიტის,კონიაკის, მუხიანის სამხედრო და გლდანულას დასახლებებს, ასევე სოფლებს: გლდანს და გიორგიწმინდას
წყლის მიწოდება შეუწყდა "ჰაიდელბერგ ცემენტს" და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 საპატიმროს, შატბერაშვილის, ქობულეთის, მარაბდის, კეკელიძის, ტიციან ტაბიძის, აბაშელის,ცხვედაძის, დარიალის, გოგებაშვილის, კერესელიძის, გუნიას, გალის, მაყაშვილის, კოჯრის,შინდისის, წავკისის, მესხისა და მათ მიმდებარე ქუჩებს, ვაჟა-ფშაველას კვარტლებს,ნუცუბიძის ქუჩასა და ნუცუბიძის ფერდობებს, წყნეთს, წავკისს, ახალდაბას, კიკეთს,კოჯორსა და ტაბახმელას.
გარდა ამისა, დღეს, დღის განმავლობაში წყალს დაბალი წნევით მიიღებს დიდი დიღომი, სოლოლაკი და მთაწმინდა, გამსახურდიას, ვაჟა-ფშაველას და ალ.ყაზბეგის გამზირები,
ბახტრიონის, მგალობლიშვილის, იოსებიძის, შარტავასა და მათი მიმდებარე ქუჩები.
კომპანიის ცნობითვე, წყალმომარაგების აღდგენა დღეს საღამოს 10 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად დაიწყება და 10 თებერვლის დილის 8 საათისთვის ყველა ჩამოთვლილი უბანი წყალს მიიღებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.