რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილედ ილია დარჩიაშვილი დაინიშნა
15-07-2015, 05:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ-მინისტრის 2015 წლის 14 ივლისის №288 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილედ ილია დარჩიაშვილი დაინიშნა.


ილია დარჩიაშვილი 2015 წლის მარტიდან  2015 წლის 14 ივლისამდე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ, მანამდე კი MDF-ის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილის პოზიცია ეკავა.

 

 

ილია დარჩიაშვილი 1981 წლის 21 თებერვალს დაიბადა. 2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი. (ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალობით). 2004 წელს დაამთავრა  ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა. 2008-2010 წლებში სწავლობდა  კავკასიის ბიზნეს სკოლაში, სადაც მიიღო მაგისტრის ხარისხი. 2011 წელს ილია დარჩიაშვილმა დაამთავრა საფრანგეთის, კერძოდ  გრენობლის მენეჯმენტის სკოლა და მიენიჭა  ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის წოდება.  

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი