ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ფეხბურთში შიდა ჩემპიონატი ჩატარდა
26-12-2018, 18:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ფეხბურთში შიდა ჩემპიონატი ჩაატარა. ტურნირი ჯგუფური სისტემის წესით მიმდინარეობდა და მასში 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებისგან შემდგარი რვა გუნდი მონაწილეობდა.

 

 

ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს „ბრავო" ასულისა და „ჩარლი“ ასეულის გუნდები დაუპირისპირდნენ. შიდა ჩემპიონატი „ჩარლი" ასეულის გუნდის გამარჯვებით დამთავრდა და შესაბამისად, პირველი ადგილი და საპატიო თასი მოიპოვა. გამარჯვებულ გუნდს თასი ავღანეთში საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა გადასცა.

 

 

ტურნირზე დაწესებული ფასიანი საჩუქრები საუკეთესო ფეხბურთელისთვის „ბრავო“ ასეულის ფეხბურთელს - პირველი კლასის რიგითს ჯენერი მოქიას, ტურნირის საუკეთესო მეკარის - „ალფა“ ასეულის კაპრალს გიგა სიჭინავას, ხოლო ბომბარდირისთვის 14 გატანილი გოლით - სწრაფი რეაგირების ოცეულის სერჟანტს პაპუნა ჯაბუას გადაეცათ.

 

 

II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ოქტომბრის თვიდან ასრულებს. ბატალიონის უმთავრეს ამოცანას ბაზის შიდა და გარე უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი