[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
დავით ბერძენიშვილი: ის ბანერი ბატონებო, დადგმულია იმ ტერიტორიაზე, რომელსაც რუსული მხარე აკონტროლებს
15-07-2015, 05:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

იმაზე საუბარი, რომ ქართული დიპლომატია არ მუშაობს, არის ტყუილი, თან უნიჭო ტყუილი, - აღნიშნული განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მისამართით ბიუროს სხდომაზე, ფრაქცია "ქართული ოცნება – რესპუბლიკელების" თავმჯდომარემ დავით ბერძენიშვილმა გააკეთა.


"როცა ორშაბათს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აკეთებს მყისიერ განცხადებას, ამის შემდეგ იმაზე საუბარი, რომ ქართული დიპლომატია არ მუშაობს, ეს არის ტყუილი, თან უნიჭო ტყუილი. ძალიან სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ის ბანერი ბატონებო, დადგმულია იმ ტერიტორიაზე, რომელსაც რუსული მხარე აკონტროლებს. ბანერი სხვაგან კი არ არის გადმოწეული – თუ არ იცით, გაიგეთ, ხოლო თუ იცით - ნუ ტყუით! ვიმუშაოთ სერიოზულად. ბოლო-ბოლო თქვენი დანატოვარია პრობლემის ბევრი ნაწილი, რაც გვაქვს. არ გამოვა ისე, რომ რაიმე მორალურ-პოლიტიკური უპირატესობით გველაპარაკებოდეთ", - მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ბერძენიშვილმა.


მცოცავი ოკუპაციისა და მასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ რეზოლუციის მიერ მიღების საკითხი დღეს ბიუროზე მწვავე კამათის თემად იქცა.


რომლის განხილვაც და სესიაზე გატანა დღეს, დღის განმავლობაში მოითხოვა. უმცირესობის შეფასებით, შექმნილი ვითარება სწრაფ რეაგირებას ითხოვს და პარლამენტმა რეზოლუციის მიღება არ უნდა გადადოს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი