საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ და მისმა პირველმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა შესაძლოა თანამდებობები დატოვონ. ინფორმაციას ამის შესახებ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, პოსტიდან წასვლის თაობაზე განცხადება უკვე დაწერილი აქვს ვანო ზარდიაშვილს.
„პირველი არხის“ ინფორმაციით, უცნობია, რას უკავშირდება ბესელიასა და ზარდიაშვილის გადაწყვეტილება. შესაძლოა, ეს ფაქტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებსაც უკავშირდებოდეს. ამასთან, ბესელიასა და ზარდიაშვილს შორის საჯარო დაპირისპირებაც არსებობდა. კერძოდ, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესა და მის პირველ მოადგილეს შორის საჯარო დაპირისპირება „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვისას მოხდა. ვანო ზარდიაშვილმა სხდომის დახურვა მოითხოვა, რის წინააღმდეგაც ეკა ბესელია გამოვიდა.
პროტესტის ნიშნად, ვანო ზარდიაშვილმა, ანრი ოხანაშვილმა და დავით მათიკაშვილმა სხდომა დატოვეს.
ეკა ბესელია დღეს, 14:00 საათზე საგანგებო ბრიფინგს გამართავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.