ლევან გოგიჩაიშვილი: ეკა ბესელიას ლომის წილი მიუძღვის იმაში, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია ჩავარდა
27-12-2018, 12:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას და მისი პირველი მოადგილის ვანო ზარდიაშვილის პოსტებიდან შესაძლო წასვლას არც უარყოფს და არც ადასტურებს ამავე კომიტეტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი და ამ ეტაპზე მხოლოდ იმას ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე საუბარი მას შემდეგ შეიძლება, თუ საკადრო ცვლილებები განხორციელდება.

 


„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია ჩავარდა, ეს არის იურიდიული კომიტეტის დიდი დამსახურება. კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას ლომის წილი მიუძღვის. ყველანი ვთანხმდებით, რომ კრიტერიუმები საჭიროა“, განუცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს.

 

 

ამასთან, გოგიჩაიშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს - სადაც უვადო მოსამართლეობის ექვს მსურველთან, რომელთა შორის მურუსიძეც არის, გასაუბრება დღეს არის ჩანიშნული - მოუწოდებს, რომ ლევან მურუსიძე უვადოდ არ დანიშნონ. იგი აცხადებს, რომ პარლამენტის მიერ კონკრეტული კრიტერიუმების ჩამოყალიბებამდე, საბჭომ ამ გადაწყვეტილების მიღებისგან თავი უნდა შეიკავოს.

 


„მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს მორალური კრიტერიუმი, პლუს პროფესიონალიზმი. მე არ ვფიქრობ, რომ მორალურ კრიტერიუმს დღეს მურუსიძე და ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ ადეიშვილის მოსამართლეები, აკმაყოფილებენ იმისთვის, რომ ისინი გახდნენ უვადოდ მოსამართლეები“, მიიჩნევს ლევან გოგიჩაიშვილი.

 

 

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ და მისმა პირველმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა შესაძლოა თანამდებობები დატოვონ. ინფორმაციას ამის შესახებ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.

 

 

არსებული ინფორმაციით, პოსტიდან წასვლის თაობაზე განცხადება უკვე დაწერილი აქვს ვანო ზარდიაშვილს.

 


„პირველი არხის“ ინფორმაციით, უცნობია, რას უკავშირდება ბესელიასა და ზარდიაშვილის გადაწყვეტილება. შესაძლოა, ეს ფაქტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებსაც უკავშირდებოდეს. ამასთან, ბესელიასა და ზარდიაშვილს შორის საჯარო დაპირისპირებაც არსებობდა. კერძოდ, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესა და მის პირველ მოადგილეს შორის საჯარო დაპირისპირება „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვისას მოხდა. ვანო ზარდიაშვილმა სხდომის დახურვა მოითხოვა, რის წინააღმდეგაც ეკა ბესელია გამოვიდა.

 


პროტესტის ნიშნად, ვანო ზარდიაშვილმა, ანრი ოხანაშვილმა და დავით მათიკაშვილმა სხდომა დატოვეს.

 

 

ეკა ბესელია დღეს, 14:00 საათზე საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი