პრემიერ მინისტრი ბახტაძე გამოეხმაურა ეკა ბესელიას გადაწყვეტილებას დატოვოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი
27-12-2018, 14:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ეს არის ქალბატონი ეკას პირადი პოზიცია და მან გააკეთა განმარტება“, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე, რითაც გამოეხმაურა ეკა ბესელიას გადაწყვეტილებას დატოვოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი.

 

 

„ეს არის ქალბატონი ეკას პირადი პოზიცია და მან გააკეთა განმარტება. ჩემი პოზიცია ყოველთვის იქნება, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება არასდროს არ უნდა ჩაერიოს სხვა ხელისუფლების შტოში მიმდინარე პროცესებში. თქვენ მოგეწონებათ, როგორც ხდებოდა, ქვეყნის პირველი პირები ურეკავდნენ მოსამართლეებს და თავის მოსაზრებებს ეუბნებოდნენ?!. ვფიქრობ, ეს არის სრულიად მიუღებელი. ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ ქვეყანას, გვაქვს ახალი, გამართული კონსტიტუცია და ყველამ ამ კონსტიტუციის ფარგლებში უნდა ვიმუშაოთ“, განაცხადა მამუკა ბახტაძემ და ეკა ბესელიას მიერ ვანო ზარდიაშვილის შესახებ გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა: „ღმერთმა არ ქნას, რომ ყველა საკითხზე იყოს აზრთა ერთობლიობა. ჩვენ გვაქვს ეროვნული ინტერესები და პოლიტიკური გუნდი არის თანხვედრაში. ეს არის პოლიტიკური, ცოცხალი პროცესი და ყველა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს თავისი კონკრეტული შეხედულება, ის თავისუფალია თავის არჩევანში და იმ კომუნიკაციაში, რაც აქვს საზოგადოებასთან“. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი