იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა. შეხვედრაზე 12–ვე მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების შესახებ იმსჯელეს და 2018–2020 წლის სამოქმედო გეგმაში ცვლილებები შეიტანეს. ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით საბჭოზე დამტკიცდა მერების მიერ წარმოდგენილი ინფრასტრუქტურული პროექტები.
იმერეთის რწმუნებულმა მუნიციპალიტეტების მერებს მოუწოდა მაღალმთიანი დასახლებებისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით ისარგებლონ მთის განვითარების ფონდის მიერ გამოყოფილი თანხებით.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომას იმერეთის რწმუნებულის მოადგილეები, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და პარლამენტში იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.