„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი იურიდიული კომიტეტის თავმჯოდმარის პოსტიდან ეკა ბესელიას გადადგომას ეხმაურება და ამბობს, რომ ბესელიამ „მურუსიძის და ჩინჩალაძის არსებობა, ბიძინას შავ სიაში როდესაც აღმოჩნდა, მას შემდეგ შეიტყო“.
„რაზე მიპირებს ჩივილს, აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე, ვერ დავადგინე... ბესელიას ვირეშმაკობაზე გაერთობოდა ადამიანი, ქვეყანა რომ არ იყოს განადგურებული კოლექტიური ბესელიას ხელში. მოსამართლეების თემას აეკიდა, გაგდებით მაინც მაგდებს, დაჭერას გადავურჩეო. მურუსიძის და ჩინჩალაძის არსებობა, ბიძინას შავ სიაში როდესაც აღმოჩნდა, მას შემდეგ შეიტყო... თანამდებობების, გავლენის სფეროების, ბიზნესების გადანაწილებით არიან დაკავებულები, როდესაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მცირდება და სიღარიბე იზრდება. მართლაც კომიკურ მოვლენად გადააქციეს ქართული სახელმწიფო, ოპერეტის უნიჭო დადგმას დაემსგავსა“, წერს სამადაშვილი „ფეისბუქზე“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.