პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრებს, სოფო კილაძესა და ეკა ბესელიას შორის კამათს ჰქონდა ადგილი, რაც სოფო კილაძის მიერ კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის მოთხოვნას მოჰყვა. ბესელიამ კილაძეს დამშვიდებისაკენ მოუწოდა.
„ახლა გავიგე, რატომ გავიდა სალომე სამადაშვილი იურიდიული კომიტეტიდან, რადგან კომიტეტის თავმჯდომარე არ აძლევს საუბრის უფლებას რიგის მიხედვით“, - განაცხადა სოფო კილაძემ ბესელიასთან კამათის შემდეგ და დაამატა, რომ აზრის გამოხატვის უფლება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ყველას გააჩნია.
„ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს ადმიანის მოსაზრება, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ასე არის, რომ ყველა ადამიანს ეძლევა აზრის გამოხატვის საშუალება“, განაცხადა კილაძემ და დასძინა, რომ ეკა ბესელიას თანამდებობიდან წასვლის თემაზე, ჯერ კიდევ ორი-სამი თვის წინ საუბრობდნენ ჟურნალისტები.
„შეგიძლიათ, დასერჩოთ „გუგლში“ და პირდაპირ ამოაგდებს ჟურნალისტების სტატიებს, სადაც ამაზე იყო საუბარი. რატომ ხდება ამ საკითხის დაკავშირება მოსამართლეების თემასთან, ეს ყოვლად გაუგებარია. გაუგებარი კი არა გასაგები თემაა. ძალიან ნათელია ამ კონკრეტული თემების უკან რაც დგას“, თქვა სოფო კილაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.