ეკა ბესელია სოფიო კილაძეს ურჩევს, არ შევიდეს „იმ ზონაში, სადაც თავად დაიკარგება და ვეღარ გამოაგნებს გზას“
27-12-2018, 17:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან წასულმა ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის, სოფიო კილაძის მიერ მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას უპასუხა და „ქართული ოცნების“ დეპუტატს და სხვებსაც ურჩია, რომ „ცოტა გაიაზრონ პასუხისმგებლობა და ისე ილაპარაკონ“.

 


„ახლა შევედით ისეთ საინტერესო ფაზაში, მეორე ეტაპს ნაადრევად დავიწყებ ალბათ და მერე ვიღაც არ აღმოჩნდეს კიდევ უხერხულ მდგომარეობაში. ყველას ვურჩევ, ვინც დაკავებულია და იმ პოზიციით, რომ ვერ გაუგია, სად არის და რატომ არის, ცოტა გაიაზროს პასუხისმგებლობა და ისე ილაპარაკოს, რადგან იმ ზონაში შევა, სადაც თავად დაიკარგება და ვეღარ გამოაგნებს გზას. უმჯობესია, ცოტა წინდახედულება და პასუხისმგებლობა გამოიჩინოს ყველამ, როცა ასეთ შეფასებებს გააკეთებს”, განაცხადა ეკა ბესელიამ.

 


ეკა ბესელიას დღეს სოფიო კილაძე დაუპირისპირდა და იკითხა, თუ რატომ ხდება ბესელიას პოსტიდან წასვლის დაკავშირება მოსამართლეების თემასთან მაშინ, როცა მისი თანამდებობიდან წასვლის საკითხზე, ჯერ კიდევ 2-3 თვის წინ საუბრობდნენ ჟურნალისტები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი