საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სადაც ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ გამწესების საკითხი იხილება, მურუსიძის მიმართ შეკითხვებს ამ დროისთვის ძირითადად არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე სვამენ.
ჯანეზაშვილმა მურუსიძეს მისი იუსტიციის საბჭოს მდივნობისას უწყების „ჩაკეტილობაზე“ დაუსვა შეკითხვა, რაზეც მურუსიძემ უპასუხა:
„რასაც თქვენ ჩაკეტილობას ეძახით, ეს გარემოებამ განაპირობა“.
ანა დოლიძემ მურუსიძეს დაუსვა შეკითხვა, მიიჩნევს თუ არა იგი, რომ 2004 წლიდან 2012 წლის პერიოდში სასამართლო სისტემა იყო რეპრესიული რეჟიმის მსახური და ირღვეოდა ადამიანის უფლებები, რაზეც ლევან მურუსიძემ უპასუხა, რომ „რეალურად არ არის დასამალი, რომ ნულოვანი ტოლერანტობის და შეკრებითობის პირობებში“ ხდებოდა ისეთი განაჩენების გამოტანა, რაც უსამართლო იყო და აღნიშნულ პერიოდში, მისი შეფასებით, ქვეყანაში „რეპრესიული სისხლის სამართლის პოლიტიკა“ ხორციელდებოდა.
ლევან მურუსიძე სანდრო გირგვლიანის საქმის განმხილველი მოსამართლე იყო და იგი 2016 წლის იანვრიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეა, თუმცა მას უფლებამოსილების ვადა რამდენიმე დღეში ეწურება. იმ შემთხვევაში, თუ იგი კონკურსს წარმატებით გაივლის, უვადო მოსამართლე გახდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.