ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ ძალიან მყარი და სტაბილური უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში 2020 წლის ბოლომდე
27-12-2018, 18:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„გუნდი არის ძლიერი, მას ჰყავს ძლიერი მენეჯმენტი და შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება ის, რომ ჩვენ ასეთივე რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას 2018 წლის ბოლომდე და ასეთივე რეჟიმში მოვემზადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“, უთხრა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა, დაიშალოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ გუნდი არის მყარი და რაც შეეხება საკონსტიტუციო უმრავლესობას - ეს მმართველი გუნდისთვის პრინციპული საკითხი არ არის, რადგან კონსტიტუციაში ცვლილებები შესატანი არ არის.

 

 

მისივე თქმით, მცირე გადაადგილებები ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს.

 

 

„გუნდი არის მყარი. რაც შეეხება საკონსტიტუციო უმრავლესობას, პრინციპული ეს ჩვენთვის არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები არ არის შესატანი. კონსტიტუცია არის მიღებული და ჩვენ გამოვიარეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. შესაბამისად, საკონსტიტუციო უმრავლესობას, ზოგადად, აღარ აქვს პრინციპული მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის და ზოგადად. აქედან გამომდინარე, გუნდთან დაკავშირებით, ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ გუნდი არის მყარი. რაც შეეხება მცირე გადაადგილებებს, როგორიც მოხდა, მაგალითად, დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შემთხვევაში, ასეთი მცირე გადაადგილებები შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს, თუმცა, რაც შეეხება, ზოგადად, გუნდის სიძლიერეს, გუნდი არის ძლიერი, მას ჰყავს ძლიერი მენეჯმენტი და შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება ის, რომ ჩვენ ასეთივე რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას 2018 წლის ბოლომდე და ასეთივე რეჟიმში მოვემზადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

მისივე თქმით, „ვინც თამაშობს გუნდურ თამაშს, ის იქნება გუნდის ნაწილი“.

 

 

„ჩვენი სურვილია, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ გუნდის ერთიანობა. ვნახოთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ზოგადად გუნდი არის ძლიერი და გუნდი აუცილებლად დარჩება ძლიერი 2020 წლის ბოლომდე და ზუსტად ასეთი სახით მოვემზადებით ჩვენ საპარლამენტო არჩევნებისთვის. „ქართული ოცნება“ ძალიან მყარად იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. ძალიან მყარი და სტაბილური უმრავლესობით 2020 წლის ბოლომდე“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი