საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს შს სამინისტროდან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფის თაობაზე. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ყოველთვის ხაზს უსვამდა იმას, რომ თუ რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის სამართალდამცველი ორგანოების და მოცემულ შემთხვევაში შს სამინისტროს რეფორმირების საკითხს.
"საქართველოს პრეზიდენტი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ეს რეფორმა არის ქვეყნისთვის გადაუდებელი ინტერესის მქონე, რაც დროულად და კარგად გააზრებულად უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ვეტოს ორჯერ გამოყენება ე.წ. მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს შს სამინისტროდან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფის შესახებ. ამავე დროს საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს კანონპროექტი არის საწყისი, მაგრამ არასაკმარისი ნაბიჯი და რეფორმები უახლოეს მომავალში სწრაფად და კარგად გააზრებულად უნდა განხორციელდეს", - განაცხადა კოჟორიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.