„ეკა ბესელიას გადადგომას ჰქონდა კონკრეტული მიზეზები. მიზეზი არ იყო ის, რაც მე ვთქვი. რა იყო მიზეზები, ეს არის დიდწილად, რა თქმა უნდა, ჩვენი შიდა სამზარეულო, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ შიდა სამზარეულოს ჩვენ ნაწილობრივ გარეთაც გამოვიტანთ“, უთხრა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ეკა ბესელიას მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ საუბრისას, ირაკლი კობახიძემ კონკრეტული განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, ამ საკითხზე საზოგადოებასთან საუბარი მოგვიანებით აუცილებლად იქნება.
„დღეს მე თავს შევიკავებ კონკრეტული განცხადებების გაკეთებისგან, ჯობია, სხვა ფონზე გაკეთდეს ეს განცხადებები. არ არის მიზანშეწონილი იმ დღეს, როდესაც არის გაკეთებული გადადგომაზე განცხადება, იმ დღესვე გავაკეთოთ კომენტარები მიზეზებთან დაკავშირებით, თუმცა, გპირდებით, რომ ამ მიზეზებს ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით და გვექნება საზოგადოებასთან საუბარი ამ ყველაფერზე. მე არცერთ მიზეზს არ გავშლი თქვენი ნებართვით, დღეს, მიზეზებს მოგვიანებით დავუბრუნდებით“, განაცხადა კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.