„ეს არის გუნდის მიერ გადასაწყვეტი, აქედან გამომდინარე, ჩემი მხრიდან ერთპიროვნული განცხადების გაკეთება არ იქნება სწორი“, ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეკითხვას, ვინ მოიაზრება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე და შესაძლოა თუ არა აღნიშნული პოსტი ანრი ოხანაშვილმა დაიკავოს.
ირაკლი კობახიძის თქმით, ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოება უახლოეს მომავალში მიიღებს.
შეკითხვაზე - როგორც ერთი დეპუტატი, ისურვებდა თუ არა გედევან ფოფხაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით, სუბიექტურ პოზიციას მას შემდეგ დააფიქსირებს, რაც გუნდი პოზიციაზე ჩამოყალიბდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.