მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ დუშეთში, ხულუზაურების 9 სულიანი ოჯახი მოინახულა, რომელთაც საცხოვრებელი სახლი რამდენიმე დღის წინ დაეწვათ. მხარის რწმუნებულმა, შპს „დაჯისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ექთს ჯორჯიას“ მხარდაჭერით, ოჯახის წევრებს საკვები პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცა.
„გვესმის, რამდენად რთულ მდგომარეობაშია ოჯახი. დუშეთის მუნიციპალიტეტის ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ, რათა ამ ადამიანებს მატერიალური ზიანი შევუმსუბუქოთ და მათი სახლის აღდგენა მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოვახერხოთ“ - განაცხადა მხარის რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.
ადგილობრივი ხელისუფლების ფინანსური მხარდაჭერით, დამწვარი სახლის რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია. შალვა კერესელიძე მიმდინარე სამუშაოებს პირადად გაეცნო.
ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.