ჰილარი კლინტონის 17-წლიანი ლიდერობა დასრულდა - ამერიკელებმა მათთვის „ყველაზე თაყვანსაცემ ქალად“ მიშელ ობამა დაასახელეს, „ყველაზე თაყვანსაცემ მამაკაცად“ კი ბარაქ ობამა
28-12-2018, 08:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ „ამერიკის ყველაზე თაყვანსაცემი ქალის“ ტიტული მოიპოვა და ჰილარი კლინტონის 17-წლიანი ლიდერობა დაასრულა.

 


Gallup-ის მიერ ჩატარებულ ყოველწლიურ გამოკითხვაში კლინტონმა, ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა და პირველმა ლედიმ მესამე ადგილზე გადაინაცვლა, მეორე ადგილი კი ამერიკელ ტელეწამყვანს, ოპრა უინფრის ხვდა წილად.

 


„ამერიკის ყველაზე თაყვანსაცემი მამაკაცის“ ტიტულს 11 წელია ბარაქ ობამა ინარჩუნებს, ხოლო პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკვე ზედიზედ, ბოლო 4 წლის განმავლობაში მეორე ადგილს იკავებს.

 


BBC-ის ცნობით, გამოკითხვა 1946 წლის შემდეგ ყოველ წელიწადს ტარდება და გამონაკლისი მხოლოდ 1976 წელი იყო.

 


გამოკითხვაში მონაწილე 1 025 სრულწლოვან ადამიანს ჰკითხეს, დაესახელებინათ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრები ის მამაკაცი და ქალი, რომელთაც ისინი ყველაზე მეტად ეთაყვანებიან.

 


ყველაზე თაყვანსაცემი ქალი

 


 მიშელ ობამა - 15%


 ოპრა უინფრი - 5%


 ჰილარი კლინტონი- 4%


 მელანია ტრამპი - 4%


 დედოფალი ელისაბედ II - 2%

 

 

ყველაზე თაყვანსაცემი მამაკაცი

 

 

 ბარაქ ობამა - 19%


 დონალდ ტრამპი - 13%


 ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში - 2%


 პაპი ფრანცისკე - 2%


 ბილ გეიტსი 1%

 

 

ჰილარი კლინტონი, ყოფილი ამერიკელი სენატორი და სახელმწიფო მდივანი, რომელიც 2016 წელს „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი იყო, სიის სათავეში 22-ჯერ მოექცა, მათ შორის ბოლო 17 წლის განმავლობაში პირველობას უცვლელად ინარჩუნებდა.

 


ოპრა უინფრი კი პირველ ადგილზე არასდროს მოხვედრილა, თუმცა მეორე ადგილს უკვე 14 წელია რაც იკავებს.

 


თუკი ბარაქ ობამა მომავალ წელსაც პირველ ადგილზე აღმოჩნდება, იგი მოხსნის ყოფილი პრეზიდენტის დუაიტ ეიზენჰაუერის რეკორდს, რომელმაც ყველაზე მეტად თაყვანსაცემი მამაკაცის ტიტული 12-ჯერ მოიპოვა, აცხადებენ Gallup-ში.

 


დონალდ ტრამპი ჯერჯერობით მხოლოდ ორ პრეზიდენტს შორის ერთ-ერთია, რომელსაც თეთრი სახლის ხელმძღვანელობისას პირველობის ტიტული არ რგებია წილად. მეორე ასეთი ჯერალდ ფორდი იყო.

 

 

Gallup-მა განაცხადა, რომ კვლევის, რომელიც 3-დან 12 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა, ცდომილება პლუს-მინუს 4 პროცენტია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი