პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ეხმაურება ეკა ბესელიას გადაწყვეტილებას, გადადგეს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან და აცხადებს, რომ სიტუაციის ისე წარმოჩენა, თითქოს ბესელიამ თანამდებობა მოსამართლეების საკითხის გამო დატოვა, აღმაშფოთებელია.
სოფიო კილაძის მტკიცებით, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პოსტს სულ სხვა მიზეზით ტოვებს, რაზეც საზოგადოებას ეცნობება.
„მე უბრალოდ აღმაშფოთა იმ ფაქტმა, რომ ხდება ისე წარმოჩენა სიტუაციის, თითქოს ეკა ბესელიას თანამდებობიდან წასვლა უკავშირდება მოსამართლეების საკითხს. არ უკავშირდება რეალურად მოსამართლეების საკითხს.... მიზეზი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, სულ სხვა არის და ამაზე არაერთხელ ყოფილა მსჯელობა და ალბათ, დადგება ამის დროც, როდესაც ამ თემებზე საზოგადოებას უნდა ეცნობოს", განუცხადა ჟურნალისტებს სოფიო კილაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.