ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრაში გზის მოასფალტების III ეტაპი მიმდინარეობს. ასფალტო-ბეტონის საფარი 1 კმ-ზე დაიგება. დღეს კი, სამშენებლო სამუშაოების პროცესი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
სოფელ ხიზაბავრაში ინფრასტრუქტურულ პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს, სამუშაოებს კი სამშენებლო კომპანია შპს ,,ასტორია" ახორციელებს.
ასპინძის გამგეობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გზის საფარის მოხრეშვა-დატკეპვნა და სანიაღვრე არხებისა და ბორდიურების მშენებლობა მიმდინარეობს, რისთვისაც 330 000 ლარია გამოყოფილი.
სოფელ ხიზაბავრის გზაზე ასფალტის დაგება და სხვა თანხმლები სამუშაოები 16 ივნისს დაიწყო და 15 აგვისტოს დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.