ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ მდივანმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის თავმჯოდმარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეკა ბესელიას თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით, - „გაუგებარია, რატომ დაუკავშირა ეკა ბესელიამ გადადგომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საკითხს“ - რებუსებით საუბარი უწოდა.
„საახალწლო სუფრაზე არ იქნება ჩინჩალაძე უზენაესი სასამრთლოს თავმჯდომარედ და ადამიანების ცხოვრებაში უზენაესი სასამრთლოს თავმჯდომარედ არ იქნება 1-ელი იანვრიდან. ეს არის იურიდიული კომიტეტის და მათ შორის ეკა ბესელია დამსახურება... თავად შეეკითხეთ [ირაკლიკობახიძე]. თვითონ დატოვა, რებუსებით გესაუბრათ და თვითონ დატოვა ეს კითხვები და ამიტომ თვითონ გასცეს პასუხი. მე გეუბნებით რეალობას, რეგლამენტით, პროცესუალურად როგორ ხდებოდა, იურიდიული კომიტეტი არ აპირებდა ამ საკითხის განხილვას, შესაბამისად ეს საკითხი სესიაზე ვერ და არ გავიდოდა“, განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
კობახიძემ ხუთშაბათს ასევე თქვა: „ეკა ბესელიას გადადგომას ჰქონდა კონკრეტული მიზეზები. მიზეზი არ იყო ის, რაც მე ვთქვი. რა იყო მიზეზები, ეს არის დიდწილად, რა თქმა უნდა, ჩვენი შიდა სამზარეულო, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ შიდა სამზარეულოს ჩვენ ნაწილობრივ გარეთაც გამოვიტანთ“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.