საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ეკა ბესელიას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან წასვლის მიზეზი მოსამართლეების საკითხი არ არის.
„კონკრეტული პირის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი არ არის რეალურად ის მიზეზი რაც დასახელდა - თითქოს, ეს უკავშირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურებს.
რაც შეეხება პროცესებს, პოლიტიკური პროცესებია. შეიძლება ეს იყოს აზრთა გაცვლა-გამოცვლა, კამათი მსჯელობა", უთხრა ანრი ოხანაშვილმა „რუსთავი 2"-ს.
ეკა ბესელიამ პოსტის დატოვების გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სია, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.