ეკა ბესელია: გუნდურობაზე ნუ მიმანიშნებენ ის ადამიანები განსაკუთრებით, ვინც ძალიან ახლები არიან ჩვენს პოლიტიკურ გუნდში
28-12-2018, 12:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გუნდურობაზე ნუ მიმანიშნებენ, აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარე ეკა ბესელია.

 

 

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მინიშნებებს არ მიიღებს იმ ადამიანებისგან, რომლებიც მმართველ პოლიტიკურ გუნდში ახლები არიან.

 

 

„ჩემთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც უკავშირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას, წარიმართოს სწორად, სამართლიანად და გამოვრიცხოთ რამე ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც წინააღმდეგობაში იქნება სამართლიანობასთან და ჩვენი მოსახლეობის განწყობებთან.

 

 

ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ გუნდს, რომლის ერთ-ერთი პირველი დაფუძნებელი მე გახლავართ ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, მე გუნდურობაზე ნუ მიმანიშნებენ და ვერავინ ვერ მასწავლის. რა არის გუნდურობა, რა არის წესების დაცვა, რა არის საკუთარ თავზე აღება პასუხისმგებლობის სხვის ნაცვლად, ამას მე ვერ მასწავლიან ნამდვილად ის ადამიანები განსაკუთრებით, ვინც ძალიან ახლები არიან ჩვენს პოლიტიკურ გუნდში. მე არ მინდა ამაზე შორს წავიდე დღეს, მე აქ დავსვამდი წერტილს. 

 


შექმნილ ვითარებში, იუსტიციის საბჭომ, რომლის საქმიანობაშიც ჩვენ ვერ ჩავერევით და არ ვერევით, უნდა გაიაზროს კარგად გადაწყვეტილებების შესაძლო შედეგები და უნდა გაიაზროს ყველამ პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების წინაშე. ჩვენ ამომრჩეველს ვუთხარით ამ არჩევნების დასრულების შემდეგ, რომ ჩვენ მივალთ მოსახლეობასთან უფრო ახლოს ვიდრე ვიყავით - რომ იმ პრობლემებს, რის გამოც განაწყენდა ჩვენი ამომრჩეველი, ამას ვუპასუხებთ უფრო ადეკვატურად და ჩვენი ყველა ნაბიჯი უნდა იყოს ზუსტად შესატყვისი ამ დაპირებების. მე არ მინდა ავცდე იმ მთავარ ხაზს, რომლისთაც ჩვენ კიდევ უფრო უნდა დავუახლოვდეთ ჩვენს ამომრჩეველს და არა დავშორდეთ", აცხადებს ეკა ბესელიამ, რომელმაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ გუშინ, 27 დეკემბერს განაცხადა.

 

 

ეკა ბესელიამ პოსტის დატოვების გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სია, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი