„არაფერი იმალება - დაახლოებით, ორი თვის წინ ამბობდნენ, რომ ეკა ბესელიას გაუშვებდა ივანიშვილი", აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე.
გოცირიძის თქმით, ასევე სახელდებოდა ეკა ბესელიას შემცვლელის ვინაობაც.
„აქ გადაწყვეტილებას ღებულობს არა ცალკეული დეპუტატი, არამედ ივანიშვილი. ორ დაპირისპირებულ ბანაკს შორის, ეტყობა გაიმარჯვა ერთმა მეორეზე და გამარჯვებისთვის მთავარი ინსტრუმენტი არის ის, ვინ უფრო დამაჯერებლად დააბეზღებს მოწინააღმდეგე მხარეს ივანიშვილთან. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში, ქალბატონმა ეკა ბესელიამ განიცადა მარცხი და დაემთხვა ამას მოსამართლეების საკითხი და პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო - შეიქმნა ლამაზი ლეგენდა, რომ მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით თვითონ მიდის. მას არ უნდოდა ჰქონოდა გაგდებულის იარლიყი", აცხადებს რომან გოცირიძე.
ეკა ბესელიამ, რომელმაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ გუშინ, 27 დეკემბერს განაცხადა, პოსტის დატოვების გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სია, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.