„საზღვარი არსად გადაწეულა, უნდა დავსხდეთ, ვნახოთ რუკები და აღვადგინოთ სამართლიანობა“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა პრაღაში, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლთან ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრისას განაცხადა. მან სოფელ ორჭოსანთან დამონტაჟებული ბანერების მოხსნა პროვოკაციად შეაფასა.
“ამ საკითხით 7 წელია დაკავებული ვარ. რაც ამ დღეებში მოხდა, განვიხილავ მხოლოდ პროვოკაციად საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობათა ნორმალიზების წინააღდეგ. ყველა სასაზღვრო ნიშანი, რომელიც იქ იყო 8 აპრილამდე, იყო აღდგენილი. ახლა, როგორც ვიცი, ისევ მოხსნეს. თბილისში მოქმედებს ძალა, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ურთიერთობათა ნორმალიზებას რუსეთთან, სამხრეთ ოსეთთან, აფხაზეთთან. საზღვარი არსად გადაწეულა, თავის ადგილზეა. შესაძლებელია ამ ფორმატში აღნიშნული საკითხის განხილვა. 8 აპრილამდე იქ იყო სასაზღვრო ნიშნები, უნდა ვიპოვოთ, ვინ გაანადგურა, ისინი არიან პროვოკატორები. არაფერი არსად არ გადაიტანეს, ყველა ნიშანი, რომელიც კეთდება, დოკუმენტირებულია. უნდა დავსხდეთ, ვნახოთ რუკები და აღვადგინოთ სამართლიანობა. ჩვენ გვაქვს მოთმინება და სიმტკიცე, რომ შევინარჩუნოთ ურთიერთობათა ნორმალიზების კურსი. პროვკატორებს კი ლოგიკურ პასუხს გავცემთ”, – განაცხადა კარასინმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.