ვაზიანში აღმოსავლეთ სარდლობის 2018 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
28-12-2018, 18:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

 

 

აღმოსავლეთის სარდალმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფების მეთაურებსა და სამხედრო მოსამსახურეებთან 2018 წელს შესრულებული სამუშაოები შეაჯამა და მათ 2019 წლის გეგმები და პრიორიტეტები გააცნო. მომავალი წლის გამოწვევებსა და ამოცანებზე საუბრისას, სარდალმა ყურადღება მცირე ქვედანაყოფების ტაქტიკაზე, საბრძოლო მომზადების პროცესში სერჟანტის როლის გაზრდაზე, სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე, მათ პროფესიულ განვითარებასა და დისციპლინაზე გაამახვილა.

 

 

2018 წელს სხვადასხვა მიმართულებით გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე, ჩატარებულ სამხედრო სწავლებებზე, განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებსა და სამომავლო გეგმებზე შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

 

 

წლის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენის შემდეგ შეხვედრა დაჯილდოების ცერმონიით გაგრძელდა, სადაც წლის საუკეთესო ქვედანაყოფები გამოავლინეს და სამხედრო მოსამსახურეებს სხვადასხვა ჯილდო გადასცეს. საბრძოლო შედეგებიდან და არსებული დისციპლინიდან გამომდინარე, 2018 წლის საუკეთესო ქვედანაყოფად - I ქვეითი ბრიგადა დასახელდა. საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნების მიხედვით, საუკეთესო ბატალიონის სტატუსი 43-ე ბატალიონმა მოიპოვა. წლის საუკეთესო ასეულად კი, საინჟინრო ბრიგადის ფეთქებადი მასალების განადგურების EOD ასეული დასახელდა.

 

 

პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ ქვედანაყოფების ხელმძღვანელობასა და პირად შემადგენლობას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და მხარდაჭერა აღუთქვა.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი