საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს შორის შეხვედრა გაიმართა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი მიქაუტაძესთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მოხდება მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების გაწერა და შემდეგ დასახელდებიან მოსამართლეობის კანდიდატები.
„პრინციპული მნიშვნელობა აქვს პარლამენტსა და იუსტიციის საბჭოს შორის თანამშრომლობას.... რა თქმა უნდა, ჩვენი საუბარი შეეხო პროცესს, რომელიც დაკავშირებულია უზენაესი სასამართლოს ფორმირებასთან. როგორც მოგეხსენებათ, ეს პროცესი საჭიროებს სასწრაფოდ ბოლომდე მიყვანას გამომდინარე იქიდან, რომ არის პრობლემა უზენაეს სასამართლოში - 10 მოსამართლეა წარმოდგენილი 28 მოსამართლის ნაცვლად, რაც ქმნის პრობლემებს საქმეთა დროული განხილვისა და გადაწყვეტის კუთხით. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა.
ასევე გვქონდა საუბარი პროცედურასა და კრიტერიუმებზე - ვიდრე განახლდება პროცესი, საჭიროა, პროცედურისა და კრიტერიუმების გაწერა, ესეც უნდა გაკეთდეს ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე. ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული მათ შორის რეფორმის სამუშაო ჯგუფი, სადაც არიან ჩართული საერთაშორისო პარტნიორები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მართლმსაჯულების სფეროს წარმომადგენლები, სამივე შტოს წარმომადგენლები ხელისუფლების ზოგადად - იმ ფორმატშიც გვექნება განხილვა", განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.