პრემიერმა „მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს“ 50 საუკეთესო პრეტენდენტს შორის დასახელებულ ლადო აფხაზავას წარმატება მიულოცა
28-12-2018, 19:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე „მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს" 50 საუკეთესო პრეტენდენტს შორის დასახელებულ ქართველ მასწავლებელს, ლადო აფხაზავას შეხვდა.

 

 

მთავრობის მეთაურმა ლანჩხუთის რაიონის სოფელი ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგს წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ინდივიდუალური მიღწევები, მომდევნო წლების განმავლობაში, განათლების სექტორის სისტემურ წარმატებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრისას, პრემიერმა ყურადღება განათლების სისტემის ხელშეწყობის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე გაამახვილა.

 

 

მამუკა ბახტაძის თქმით, რეფორმების გეგმა გრძელვადიანია, თუმცა 2018 წელს ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა, მომავალი წელი კი, კიდევ უფრო წარმატებული იქნება; აღინიშნა, რომ სამომავლო გეგმები საზოგადოებას 2019 წლის დასაწყისში წარედგინება. ითქვა, რომ განათლება, მეცნიერება, ინოვაციები და ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი და უპირობო პრიორიტეტი იქნება მომავალი წლების განმავლობაში. ხაზი გაესვა, რომ განათლება საქართველოს ეკონომიკაში დომინანტი უნდა გახდეს და რეფორმამ ისეთი ადამიანური კაპიტალის შექმნა უნდა უზრუნველყოს, რომელიც საქართველოს განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში შეიყვანს.

 

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავა 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს" (The Global Teacher Prize) ფინალშია. კონკურსი ხაზს უსვამს მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობას, იმ ფაქტს, რომ მათი საქმიანობა და ძალისხმევა აღიარებას იმსახურებს. 2017 წელს ლადო აფხაზავა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა.

 

 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლობის პრეტენდენტმა განაცხადა, მთავრობის მეთაურმა მას სრული მხარდაჭერა აღუთქვა. შეხვედრას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ესწრებოდა.

 

 

ინფორმაციას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი