ნათია თურნავა: „სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება და მოახდინა შესასყიდი გაზის ფასის სუბსიდირება"
29-12-2018, 10:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება და მოახდინა შესასყიდი გაზის ფასის სუბსიდირება - ამ გადაწყვეტილებამ სემეკს საშუალება მისცა, რომ გაზის სამომხმარებლო ტარიფები დარჩეს უცვლელი და მცირედი შემცირებაც კი მოხდეს“, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ საქართველოს ენერგეტიკისა და მარეგულირებელი კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას.

 

 

სემეკ-ის გადაწყვეტილებით, თბილისსა და რეგიონებში ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი მცირდება - დედაქალაქში ცვლილება 0.014 თეთრს შეადგენს, იმ რეგიონებში, სადაც „სოკარ ჯორჯია გაზი" ოპერირებს, გაზის სამომხმარებლო ტარიფი 0.011 თეთრით, იმ რეგიონებში კი, სადაც „საქორგაზი" ოპერირებს, ტარიფი 0.012 თეთრით მცირდება. სემეკის მიერ განსაზღვრული ახალი ტარიფები ძალაში იქნება 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

 

ნათია თურნავას ინფორმაციით, გაზის ფასის სუბსიდირების შესახებ გადაწყვეტილება სახელმწიფოს მიერ ხანგრძლივი მუშაობის შედეგად იქნა მიღებული. „რა თქმა უნდა, იყო გარკვეული მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ გაზის სამომხმარებლო ტარიფები უნდა გაზრდილიყო, ამას საფუძვლად ედო თუნდაც ის ინტენსიური საინვესტიციო პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო და კერძო კომპანიები ახორციელებენ საქართველოს გაზიფიცირების მიმართულებით, მაგრამ სახელმწიფომ გამონახა გზა, რათა ეს ინვესტიცია არ აისახოს ტარიფში, არ დააწვეს მოსახლეობას და ეს მთლიანად ხდება სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდიის გზით“, აღნიშნა თურნავამ, როგორც ამას ეკონომიკის სამინისტრო იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი