ოთარ დანელია: ბოლო პერიოდში ჩაის ინდუსტრიის აღორძინებისადმი ინტერესი გაიზარდა
15-07-2015, 09:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სამინისტროს დელეგაციის წევრებთან ერთად, ჩინეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ჩაის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა.


შეხვედრაზე ინსტიტუტის დირექტორმა, იანგ იაჯუნიმ დელეგაციის წევრებს ჩინური ჩაის წარმოების ღირებულებათა ჯაჭვის სრული ციკლი გააცნო და აღნიშნა, რომ ჩაის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი მზადაა საქართველოს შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობისთვის. საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება ჩინეთის გამოცდილების გაზიარება ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა სანერგე მეურნეობების მოწყობა, გენოფონდის განახლება, ორგანული ჩაის წარმოების განვითარება, წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგავა, ფერმერთა ცოდნის გაღრმავება, დამატებითი ღირებულების შექმნისა და ქართული ჩაის ბრენდის განვითარების ხელშეწყობა.


საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ ქართული ჩაის ისტორიულ მნიშვნელობასა და მისი წარმოების პოტენციალზე გაამახვილა ყურაღება. მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში ჩაის ინდუსტრიის აღორძინებისადმი ინტერესი გაიზარდა.


შეხვედრაზე მხარეები ჩაის კულტურის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის გეგმაზე შეთანხმდნენ. როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ განაცხადა, ქართული ჩაის ჯიშების ასორტიმენტის განახლებას არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩაის ინდუსტრიის განვითარებისთვის. მისივე თქმით, ორი ქვეყნის სამეცნიერო-კვლევით ცენტრებს შორის თანამშრომლობა საშუალებას იძლევა საქართველოში ჩაის სხვადასხვა მაღალპროდუქტიული ჯიშის ინტროდუქცია განხორციელდეს.


ჩინეთის ჩაის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა საქართველოს დელეგაციას წევრებს ჩაის ხარისხის ანალიზის ლაბორატორია, ჩაის სხვადასხვა ჯიშისა და კლონის პლანტაციები დაათვალიერებინა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი