„ირაკლი კობახიძის შეხვედრა გიორგი მიქაუტაძესთან აღიქმება როგორც თავმჯდომარის მიერ კლანის მხარდაჭერა", აღნიშნული განცხადება ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ გააკეთა.
დოლიძემ, რომელმაც საგანგებო განცხადება ნაზი ჯანეზაშვილთან ერთად გააკეთა, თქვა, რომ კობახიძე-მიქაუტაძის აღნიშნული შეხვედრა მიუღებელია.
„ყველა ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ ამ კვირას მოვიგეთ ძალიან დიდი ბრძოლა. ჩვენ ყველამ ერთად სახელმწიფოს ავარიდეთ მნიშნველოვანი და სერიოზული საფრთხე, ვინაიდან სამართლო კლანს ჰქონდა სასამართლო ხელისუფლების საბოლოო მიტაცების მცდელობა. ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნა არის კლანის გაფართხალება ჩვენს გამარჯვებასთან მიმართებაში და ამ გამარჯვებისთვის გვინდა, ყველას ნებისმიერი ფორმით ამ საკითხზე ხმა ამოიღო, მადლობა გადაგიხადოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა გრძელდება. ამ ბრძოლის ფონზე გუშინ ტელევიზიიდან შევიტყვეთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს შეხვდა. იუსტიცის საბჭოში განვითარებული მოვლენების ფონზე, ეს შეხვედრა აღიქმება, როგორც თავმჯდომარის მიერ კლანის მხარდაჭერა, ამდენად ეს შეხვედრა ჩვენთვის მიუღებელია", განაცხადა ანა დოლიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.