სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი აცხადებს, რომ თუ ამჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ მინისტრის პოსტს დაიკავებს, მთავრობას ეკლესიასთან „დიდი პრობლემა" ექნება.
„გიორგი გახარიასთან მე არ მაქვს ნორმალური ურთიერთობა. არ არის ისეთი რაღაც, რომ მე ვიღაცას რაღაც ვაპატიო, რაც საპატიებელი არ არის.... მე ახლა კანონპროექტზე არ გეუბნებით, სხვა რამეა, რა თქმა უნდა, იცის თვითონ.
კანონპროექტი - ეს არაფერი არის იმასთან შედარებით, რასაც აპირებდა. ხელმძღვანელობამაც რომ გაუგოს, ალბათ, მოიშორებენ. გახარია ჩემთვის ჩვეულებრივი მოსკოვის კაცია. თუ ზემოთ წინსვლა დაიწყო, ჩამოვაგდებ იმიდან... თვითონ შეხედოს გახდება თუ ვერ გახდება - ვერ გახდება პრემიერი. თუ გახარია პრემიერ მინისტრი გახდა, ეკლესიასთან მთავრობას დიდი პრობლემა ექნება“, განაცხადა მეუფე იაკობმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.