სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ჭყონდიდის მიტროპოლიტს, მეუფე პეტრე ცაავას უპირისპირდება.
„ტვ პირველთან“ ინტერვიუში მეუფე იაკობი პატრიარქთან დაკავშირებით მეუფე პეტრეს განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „გასაკეთებელს გავუკეთებ, არავის ვაპატიებ ჩემი პატრიარქის ღირსების შელახვას, ვინც არ უნდა იყოს".
„თვითონ ხომ უნდა იცოდეს შიგნით რა ავტორიტეტია. მეუფე პეტრე თუ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ავტორიტეტია, ეს სხვა რამეა, მაგრამ ჩვენთან რაღაც ავტორიტეტი ხომ უნდა იყოს. ჩვენთან აბსოლუტურად არ არის ავტორიტეტი. მე პირადად შეიძლება, რაღაც გავუკეთო, ახლა არ ვილაპარაკებ, მაგრამ გასაკეთებელს გავუკეთებ, არავის არ ვაპატიებ ჩემი პატრიარქის ღირსების შელახვას, ვინც არ უნდა იყოს. მე ვფიქრობ, ეს არის რუსების შემოთავაზება, რომ ჩვენი ეკლესია დააკნინონ, პატრიარქს დაარტყან, იმას დაარტყან… მე არც რუსეთი მაინტერესებს და არც კონსტანტინოპოლი, პირდაპირ გეტყვით, ქართველი ვარ და ჩემი საქართველოს ეკლესიის ინტერესი მაინტერესებს“, თქვა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, დაკარგავს თუ არა მეუფე პეტრე სასულიერო პირის წოდებას, მეუფე იაკობმა უპასუხა:
„როგორც იქცევა, თუ არ შეინანა… ბასილ მკალავიშვილი უფრო პატიოსანი კაცია, ვიდრე ის, როგორც იქცევა. პირდაპირ გეუბნებით, მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც არ დაუშვებს, რომ ვიღაცებმა, მაპატიეთ და, ის „გააპრავონ“. მე ვიქნები ის ადამიანი და ეკლესიაში მე სიტყვა მეთქმის. თუ მოვინდომე, გავაკეთებ, რაც გასაკეთებელია, რომ იცოდეთ და მერე ყველა დამეთანხმება“.
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ გუშინ განაცხადა, რომ „საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის მწყემსიკეთილობის შესახებ“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.