პოლიციამ ეგვიპტეში უსაფრთხოების რეიდისას თავიანთ სამალავებში მყოფი ათეულობით მებრძოლი მოკლა, იუწყება BBC ქვეყნის შინაგან საქმეთა გასამინისტრზე დაყრდნობით.
სამინისტროს განცხადების თანახმად, რეიდებისას შაბათ დილას გიზასა და ჩრდილოეთ სინაზე „40 ტერორისტი“ იქნა მოკლული.
უწყების ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მებრძოლები გეგმავდნენ ტურისტულ ადგილებზე, ეკლესიებსა და სამხედრო ნაწილებზე თავდასხმებს.
პოლიციის რეიდები გზის პირას ტურისტების ავტობუსის ბომბით აფეთქებას მოჰყვა, რასაც სამი ვიეტნამელი ტურისტისა და ერთი ეგვიპტელი გიდის სიცოცხლე შეეწირა. არც ერთ დაჯგუფებას აქამდე არ განუცხადებია, რომ თავდასხმის უკან იგი იდგა, მაგრამ წარსულში ეგვიპტეში მსგავსი ტერორისტული აქტები „ისლამურ სახელმწიფოს“ აქვს განხორციელებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.