კონკურენციის სააგენტომ ნავთობროდუქტების ბაზრის კვლევა დაასრულა და კომპანიები და ეკონიმიკური აგენტები ჯამურად 55 მილიონი ლარით დააჯარიმა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი ჯარიმა - 14 381 385 ლარი - "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს" დაეკისრა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ბარაბაძემ განაცხადა, სააგენტოს მოკვლევისთვის აქვს კანონით 10-თვიანი ვადა, თუმცა მან ვადაზე ადრე, 8 თვეში დაასრულა ნავთობპროდუქტების ბაზრის შესწავლა, რომელიც 2014 წლის 12 ნოემბრიდან მიმდინარეობდა.
ბარაბაძის თქმით, კონკურენციის სააგენტოს მიერ მომზადებული დასკვნა მოცულობითია და 1 100 გვერდს შეადგენს, თუმცა მას არ აქვს უფლება დასკვნის ყველა წვრილმანზე ისაუბროს, ვინაიდან გარკვეული ნაწილი საგადასახადო კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს.
"კონკურენციის სააგენტო მივიდა დასკვნამდე, რომ 2008-14 წლებში ავტოსაწვავის სასაქონლო ბაზაზე ირღვეოდა კონკურენციის დაცვის პრინციპები. კერძოდ, მოქმედებდა ხელოვნური ბარიერები იმპორტში, იზღუდებოდა წარმოება და მოქმედებდა შეთანხმებული ფასი. აქედან გამომდინარე, ბაზრის ძირითად სუბიექტებს: "ვისოლს", "რომპეტროლს", "სოკარს", "ლუკოილს", "გალფს", ასევე ეკონომიკურ აგენტებს, რომლებიც მჭიდრო სადისტრიბუციო ურთიერთობაში იყვნენ ამ ხუთეულთან, შესაბამისი სანქციები დაეკისრათ. გარდა ამისა, სანქციები გატარდა ფრენჩაიზინგის მიმღები ეკონომიკური აგენტების მიმართ", - განაცხადა ბარაბაძემ.
გიორგი ბარაბაძის განცხადებით, კონკურენციის სააგენტოს მიერ ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევის შედეგად, ყველაზე მეტი ჯარიმა, - 14 381 385 ლარი "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს" დაეკისრა.
კონკურენციის სააგენტოს მიერ ჩატარებული მოკვლევის თანახმად, 2008-2014 წლებში, საწვავის სასაქონლო ბაზარზე ირღვეოდა კონკურნეციის დაცვის პრინციპები და მოქმედებდა შეთანხმებული ფასი. შედეგად, კონკურენციის სააგენტომ სამართალდამრღვევ ეკონომიკურ აგენტებს დააკისრა ჯარიმა დაახლოებით, 55 მილიონი ლარის ოდენობით.
უფრო კონკრეტულად კი, ეკონომიკურ აგენტებს დაეკისრათ ჯარიმა შემდეგი ოდენობით: "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი" - 14 381 385 ლარი, "სან პეტროლიუმ ჯორჯია" - 11 267 384 ლარი, "რომპეტროლ საქართველო" - 10 845 806 ლარი, "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია" - 10 426 393 ლარი, "ლუკოილ-ჯორჯია" -4 740 260, "L ოილი" - 1 209 890 ლარი, ასევე 200-200 ლარით დაჯარიმდნენ: შპს "აარონი", "პარტნიორი ბათუმი", "ტრანს სერვისი", "ენ სერვისი", "დიდუბე 2009", ი/მ სარიდონ ჯიჯეიშვილი, შპს "MG", "აჭარა პარტნიორი", "პარტნიორი 2010", "პარტნიორი", "ჯი პლიუსი", შპს "T4", "რომ კომპანი" , შპს "გიგო", "ნორექსი", "სტ ოილი", "საბ პერტოლი", "ლ&მ", "ქსილისი", "იბერკომპანი პეტროლიუმი", "ჯეო სერვისი", "ბრენდ ოილი".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.