გავლენიანმა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მტკიცე და თავდადებული რჩება დაამარცხოს სირიაში „ისლამური სახელმწიფო“, მიუხედავად მისი გეგმისა, ქვეყნიდან აშშ-ის ჯარები გამოიყვანოს.
სენატორმა კვირას ტრამპთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ახლა იგი დარწმუნებულია პრეზიდენტის სიმტკიცეში.
ტრამპის გადაწყვეტილებას გამოიყვანოს ამერიკული საჯარისო ნაწილები სირიიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა არა მარტო ოპონენტების, არამედ მისი მთავარი მოკავშირეების და ასევე თანაპარტიელი „რესპუბლიკელების“ მხრიდან და მათ შორის იყო სენატორი გრემიც.
პრეზიდენტს და თეთრ სახლს ჯერ არ გაუკეთებიათ კომენტარი ოფიციალურ გეგმაში რაიმე ცვლილების შეტანის შესახებ. ტრამპმა 19 დეკემბერს გამოაცხადა, რომ სირიიდან 2 000-ამდე ამერიკელ სამხედროს გამოიყვანს და დაჟინებით ირწმუნებოდა, რომ „ისლამური სახელმწიფო“ დამარცხებულია.
მისი ამ გეგმის წინააღმდეგ წავიდა თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი, რომელიც ტრამპის მიერ წარმოებულ საგარეო პოლიტიკასთან შეუთავსებლობის გამო პოსტიდან გადადგა. აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცების, რომ სირიაში „ისლამური სახელმწიფო“ განადგურებულია, მოწინააღმდეგე მხარე ირწმუნება, რომ მისმა ამ ნაბიჯმა შესაძლოა „ისლამური სახელმწიფოს“ ხელახლა აღორძინება განაპირობოს, რაც ეროვნულ უსაფრთხოებას დაარტყამს.
ამერიკულმა ჯარებმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილის ჯიჰადისტი მებრძოლებისაგან გაწმენდაში დიდი როლი ითამაშეს, მაგრამ მათი გარკვეული ჯგუფები კვლავ რჩებიან რეგიონში.
ლინდსი გრემმა, რომელმაც ადრე ამერიკის ჯარების სირიიდან გამოყვანის გადაწყვეტილებას „ობამას მსგავსი უზარმაზარი შეცდომა“ უწოდა, ჟურნალისტებს უთხრა: „პრეზიდენტმა დამარწმუნა მე, რომ იგი თავდაჯერებულია, რომ საქმე განხორციელებული იქნება.
მან პირობა დადო, რომ „ისლამური სახელმწიფო“ განადგურდება. ის ამ პირობას შეასრულებს“, განაცხადა სამხრეთ კაროლინას სენატორმა.
მოგვიანებით, CNN-თან საუბრისას გრემმა წუხილი გამოხატა, რომ შეერთებული შტატების ჯარების გამოყვანა, ჩრდილოეთ სირიაში „ჩვენ მოკავშირე ქურთებს“ თურქეთის მხრიდან თავდასხმების საფრთხის წინაშე დატოვებდა.
„თუკი ჩვენ დავტოვებთ ახლა, იქ ქურთების მასობრივი მკვლელობა მოხდება“, თქვა მან. „პრეზიდენტი ხელახლა განიხილავს, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ჩვენ ეს. ის იმედგაცრუებულია, მე ეს შევნიშნე“.
სირიაში აშშ-ის სახმელეთო ჯარები პირველად 2015 წლის შემოდგომაზე ჩაერთვნენ, როცა მაშინდელმა პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ სპეციალური ძალების მცირე ჯგუფი გაგზავნა იქ იმ ქურთი მებრძოლების გასაწვრთნელად და რჩევების მისაცემად, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძოდნენ.
წლების განმავლობაში კი აშშ-ის ჯარების რაოდენობა სირიაში გაიზარდა და სადღეისოდ როგორც ამბობენ, 2000 სამხედროა წარმოდგენილი, თუმცა ზოგიერთი მიიჩნევს, რომ მათი რიცხვი უფრო მეტს შეადგენს.
აშშ ასევე საერთაშორისო კოალიციის ნაწილია და „ისლამური სახელმწიფოს“ და სხვა მებრძოლთა წინააღდმეგ სირიაში საჰაერო დარტყმებს ახორციელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.