ეკა ბესელია, რომლის მიერ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე წარდგენილმა სამი კანდიდატიდან ერთ-ერთმა, გედევან ფოფხაძემ მეორე ტურში გაიმარჯვა, განაცხადა, რომ იურიდიულ კომიტეტში მიმდინარე პროცესი „ჯანსაღია“ და არ არის მიმართული ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
„მაქსიმალურად ფრთხილად და მოზომილად ვეკიდები ყველა ჩემს განცხადებას. მე ვარ შეგნებულად მოპასუხის როლში ყველა ჩემი კომენტარის დროს და არა თავდამსხმელის როლში. მე მიწევს ცალკეულ არასწორ გამონათქვამებზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ მე არა ვარ ის ადამიანი, რომელიც ან სადმე იმალება, ან რამე მოსარიდებელი აქვს და ვინმე შანტაჟის ენით დაელაპარაკება...
თუ ეს ასე არ მოხდება და ცალკეული პირები, რომლებიც ახლები არიან და გამარჯვების მერე მოვიდნენ ძალიან ესეთ მშვიდ და კომფორტულ გარემოში, თუ ისინი სხვა პოზიციას აირჩევენ და აცდება ეს იმ ედეალებს, რისთვისაც ჩვენ პირველ ოქტომბერს ვიქნებით, მე გადავხედავ ჩემს პოზიციას... ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მე არ წავალ. მე მგონია, რომ ეს არის პროცესი, რომელიც ყველაზე მეტად ჯანსაღია და სჭირდება დღეს გუნდს და ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც“, განაცხადა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.