ანგელა მერკელმა პირობა დადო, რომ 2019 წელს გერმანია უფრო დიდ საერთაშორისო პასუხისმგებლობას აიღებს
31-12-2018, 13:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ყოველწლიურ მიმართავში აღთქმა დადო, რომ 2019 წელს გერმანია უფრო დიდ საერთაშორისო პასუხისმგებლობას აიღებს და დარჩება ერთგული თავისი იდეების.

 


მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის ძველი სიმტკიცე „ზეწოლის ქვეშ მოექცა“, რითაც ნართაულად გადაჰკრა სიტყვა აშშ-გერმანიის დაძაბულ ურთიერთობებზე.

 


2018 წელს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და კანცლერი ანგელა მერკელი გერმანიის საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე დაუპირისპირდნენ.

 


მერკელის საახალწლო მიმართვა ტელევიზიით სრულად ორშაბათს, მოგვიანებით გადაიცემა.

 


ბოლო წლის განმავლობაში მერკელი წამყვანი დამცველის როლში გამოდის მალტილატერიზმის, განსხვავებით ტრამპის საგარეო პოლტიკისა, რომლის მთავარი ამოსავალი წერტილია - „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“.

 


„ჩვენი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ მეტი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ“, აღნიშნა გერმანიის ლიდერმა და გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ ისეთი გლობალური პრობლემები, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, მიგრაცია და ტერორიზმი, მარტო ვერ იქნება გადაწყვეტილი.

 


გაეროს უშიშროების საბჭოში 2019 და 2020 წლებში დროებითი ადგილის დაკავებით, გერმანიამ ბიძგი უნდა მისცეს „გლობალურ გადაწყვეტილებებს“, განაცხადა მერკელმა.

 


კანცლერმა, რომლის კოალიციური მთავრობაც წელს კინაღამ ჩამოიშალა იმის გამო, რომ მან 2015 წელს 1 მილიონზე მეტ მიგრანტს და ლტოლვილს მისცა გერმანიაში შესვლის უფლება და, რომელიც პოსტიდან 2021 წელს წავა, აღთქმა დადო, რომ გაზრდის ჰუმანიტარულ და განვითარების დახმარებებს და თავდაცვის ხარჯებს.

 


მერკელმა ასევე გერმანიის ღრმა პოლიტიკური დაყოფის საკითხზეც შეაჩერა ყურადღება, აღიარა რა, რომ მისმა მთავრობამ იმედები გაუცრუა მოქალაქეებს, მაგრამ მოუწოდა სოლიდარობისა და თანამშრომლობისკენ.

 


„ჩვენ მხოლოდ მაშინ გავუმკლავდებით ჩვენი დროების გამოწვევებს, თუკი დავრჩებით ერთიანი და ვითანამშრომლებთ სხვებთან საზღვრების გასწვრივ“, თქვა მან.

 


რეგიონულ არჩევნებზე ცუდი შედეგების ჩვენების შემდეგ კი, მერკელმა გამოაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტს ტოვებდა - თანამდებობას, რომელზეც ის 18 წელი მსახურობდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი