„მინდა ბიძინა ივანიშვილს მივმართო, რომ თუ არ დაიწყებს დეკობახიზაციას, ხალხი დაიწყებს დეოცნებიზაციას“, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან თვეების წინ გარიცხულმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ.
„ჩვენმა პლასტმასის თავმჯდომარემ შაბათ-კვირას კიდევ გაგვაოცა განცხადებებით და მე მინდა უბრალოდ ბიძინა ივანიშვილს მივმართო, რომ თუ არ დაიწყებს დეკობახიზაციას, ხალხი დაიწყებს დეოცნებიზაციას. ამიტომ აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, ამ კომიტეტს უკვე თავისი მისია შესრულებული აქვს იმიტომ, რომ ეკა ბესელიამ შეაჩერა იმ უსამართლო სამართლიანობის დანერგვა და დანარჩენი მე ვფიქრობ უკვე გაცილებით ღრმა პრობლემაა, ვიდრე კომიტეტის პირველი მოადგილის არჩევა ან კომიტეტის თავმჯდომარის არჩევა“, განაცხადა ჭიჭინაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.