პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში 3 იანვარს 11:00 საათზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა გაიმართება, რომელსაც პარტიის დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.
სხდომის დღის წესრიგი არ კონკრეტდება, თუმცა „ქართულ ოცნებაში“ ბოლო დროს გამოკვეთილი დაპირისპირების ფონზე, რაც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან ეკა ბესელიას გადადგომის შემდეგ კიდევ უფრო მეტად თვალშისაცემი გახდა, მოსალოდნელია, რომ ერთ-ერთი მთავარი თემა გუნდში გაჩენილი წინააღმდეგობის დაძლევა იქნება.
ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები მწვავედ არიან დაპირისპირებული პარლამენტის თავმჯმდომარე ირაკლი კობახიძესა და მის თანაგუნდელებთან და ეს ბოლო დღეების განმავლობაში არც ერთ მხარეს არ დაუმალავს.
ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა: „გუნდი არის ერთი, ეს არის „ქართული ოცნების“ გუნდი. „ქართულ ოცნებას“ ჰყავს თავისი ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი. თუ ვინმეს პერსონალურ როლზეა საუბარი და გუნდთან კავშირზე, რა თქმა უნდა, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, როგორც თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ გუნდი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი. გუნდი არის ერთი. თუ ვინმეს უნდა ამ გუნდის წინააღმდეგ წასვლა, ბუნებრივია, მას გაეცემა პასუხი“.
თავის მხრივ ეკა ბესელია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არ წავა. ამ დაპირსიპრების ფონზე კი, თუ მდგომარეობის განმუხტვა ვერ მოხერხდა, არ არის გამორიცხული „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის დაშლის პირას აღმოჩნდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.