პარტიის თავმჯდომარე შემოგვთავაზებს დღის წესრიგს და იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, უთხრა ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომის დაწყებამდე დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა საკითხი აქტუალობას არ კარგავს, თუმცა, როგორც ეს პარლამენტის თავმჯდომარემაც განაცხადა, საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე ამ საკითხს არ დაუბრუნდებიან.
შეკითხვაზე - დაარღვია თუ არა გუნდურობის პრინციპი ეკა ბესელიამ? - ზაქარია ქუცნაშვილმა უპასუხა, რომ მისი სხდომაზე მისვლის მიზანი არ არის „ფრაქციის ერთი წევრის საქციელის მორალურობაზე“ იმსჯელოს.
„არ არის დღევანდელი ჩემი მიზანი, ვიმსჯელო ფრაქციის ერთი წევრის საქციელის მორალურობაზე. ეს არ არის ჩემი დღევანდელი აქ მოსვლის მიზანი. ვნახოთ, რას შემოგვთავაზებს ფრაქციის თავმჯდომარე და პარტიის თავმჯდომარე და ამის შემდეგ მოგვიწევს ჩვენ ალბათ მსჯელობა საკითხებზე, მაგრამ ჩემი აქ მოსვლის მიზანი არ არის ამ საკითხზე მსჯელობა“, თქვა დეპუტატმა.
შეკითხვაზე - თუ დადგება საკითხი ეკა ბესელიას პარტიიდან გარიცხვასთან დაკავშირებით, დაუჭერთ თუ არა მხარს? - ქუცნაშვილმა უპასუხა:
„ის საკითხი, რაც არ დამდგარა, არ შეიძლება წინასწარ იყოს განხილვის საგანი. ჯერ დადგეს, მერე განვიხილოთ და ბოლოს შევაფასოთ. თქვენ იწყებთ შეფასებიდან. ჯერ არ დამდგარა და არც განხილულა და როგორ გავაკეთო კომენტარი იმ ბოლო ნაწილზე, რომელიც ჯერ არ დამდგარა“.
ამ წუთებში ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა იწყება, რომელსაც პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.