ხურდის დამრგვალების წესი ძალაში შევიდა
03-01-2019, 11:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ხურდის დამრგვალების მეთოდი ამოქმედდა. 

 

 

ახალი წესის თანახმად, 1 და 2 თეთრზე დასრულებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 0-მდე,

 

 

3 და 4 თეთრზე დასრულებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით 5-მდე,

 


6 და 7 თეთრზე დასრულებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 5-მდე,

 


8 და 9 თეთრზე დასრულებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით შესაბამის ათეულამდე.

 

 

„დადგენილი წესი არ გულისხმობს თითოეულ პროდუქტზე და სერვისზე ფასების ცვლილებას და დამრგვალების პრინციპი ვრცელდება მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების პროცესში, როგორც ერთეული პროდუქტის შეძენისა და მომსახურების გაწევის შემთხვევაში, ისე რამდენიმე პროდუქტის ან მომსახურების საერთო ჯამურ ღირებულებაზე“, განმარტავს საქართველოს ეროვნული ბანკი.

 

 

ამასთან, იგეგმება 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევიდან ამოღება. ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევაში საგადამხდელო საშუალებად გამოყენების ვადა განისაზღვრა 2020 წლის ბოლომდე. 2021 წლის პირველი იანვრიდან ერთი წლის განმავლობაში, აღნიშნული ნომინალის მონეტების გამოცვლა განხორციელდება საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით, ხოლო 2022 წლის 1 იანვრიდან – მხოლოდ ეროვნული ბანკის მეშვეობით, უვადოდ.

 

 

ეროვნული ბანკის ცნობით, 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების დამზადება და შენახვა მათ მსყიდველობით ღირებულებაზე ძვირი ჯდება. ახალი წესი ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას მოქმედებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი