განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში „ქართული ოცნების“ რიგებიდან ეკა ბესელიას შესაძლო გარიცხვის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს და აცხადებს, რომ „აღნიშნული საკითხი არ დამდგარა დღის წესრიგში“.
„ეს არის მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად დაგეგმილი სხდომა. დღის წესრიგის დეტალებზე შეგვიძლია შემდგომ ვისაუბროთ. რაც შეეხება ქალბატონი ეკას [ბესელია] გადაწყვეტილებას, მე ვფიქრობ, თვითონ გადაწყვეტილების გარშემო ალბათ იქნება საუბარი, მაგრამ გარიცხვის თაობაზე არ ყოფილა არანაირი ინფორმაცია“, განაცხადა მარიამ ჯაშმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეკითხვაზე, რა პოზიცია ექნება მას, თუ ეს საკითხი დადგება და დაარღვია თუ არა ბესელიამ გუნდური თამაშის წესები - ჯაშმა უპასუხა, რომ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრს „აქვს შესაძლებლობა საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს“.
„აღნიშნული საკითხი არ დამდგარა დღის წესრიგში. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს წევრს აქვს შესაძლებლობა საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე თავს შევიკავებ შემდგომი კომენტარებისაგან“, აღნიშნა მარიამ ჯაშმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.