დიმიტრი ხუნდაძემ „ქართული ოცნების“ რიგებიდან ეკა ბესელიას შესაძლო გარიცხვის თაობაზე კომენტირებისას თქვა, რომ ყველამ უნდა დაიცვას გუნდურობა და შიდა საკითხები გარეთ არ უნდა გამოდიოდეს
03-01-2019, 12:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მათი რიგებიდან ეკა ბესელიას შესაძლო გარიცხვის თაობაზე დასმულ შეკითხვას პირდაპირ არ პასუხობს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ ყველამ უნდა დაიცვას გუნდურობა, შიდა საკითხები გარეთ არ უნდა გამოდიოდეს და „ქართული ოცნების“ თითოეული წევრის პასუხისმგებლობა უნდა იყოს, რომ გუნდის მთავარი წესები დაცული იყოს.

 


„იმართება ფრაქციის ხდომა. ვფიქრობ, ეს აუცილებელი იყო, რამეთუ წლის დასაწყისია და ფრაქცია დაგეგმავს, როგორ უნდა იმუშაოს წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, იქნება პრობლემური საკითხების განხილვაც. მთავარი, ვფიქრობ, არის ის, რომ ყველამ უნდა დაიცვას გუნდურობა და მთავარი წესი, რომ შიდა საკითხები გარეთ არ გამოვიდეს“, განუცხადა ჟურნალისტებს სხდომის დაწყებამდე დიმიტრი ხუნდაძემ.

 


მან არ დააკონკრეტა გამოიტანა თუ არა ეკა ბესელიამ გუნდის შიდა საკითხები გარეთ და პერსონიფიცირებისაგან თავი შეიკავა. მან ასევე პირდაპირ არ უპასუხა შეკითხვას, დაუჭერს თუ არა მხარს ბესელიას ფრაქციიდან გარიცხვის საკითხს, თუკი ეს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგით განიხილება.

 


„მე ასეთი პერსონიფიცირებისაგან თავს შევიკავებ. მე პრინციპებზე ვამახვილებ ყურადღებას და კონკრეტული დეტალები იქნება ფრაქციაზე განხილული. მე მექნება პოზიცია, რომ გუნდის მთავარი წესი, გუნდურობა ეხება გუნდის თითოეულ წევრს. ამიტომ თითოეული წევრის პასუხისმგებლობა უნდა იყოს, რომ გუნდის მთავარი წესები იქნას დაცული“, აღნიშნა ხუნდაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი