"ქართული ოცნებიდან" გარდაბნის მუნიციპალიტეტის დეპუტატმა, შაირ საფაროვმა ქრთამის სახით, 2 000 ლარი აიღო, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის უკანონოდ სარგებლობის და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში მფარველობის სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო თანხა 2 000 ლარის ოდენობით.
"დანაშაულებრივ ფაქტზე, გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით", - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.