„ქართული ოცნების“ რიგებიდან ერთხელ უკვე წასული და მალევე უკან დაბრუნებული გედევან ფოფხაძე, რომელიც ეკა ბესელიას თანაგუნდელია და მისი აქტიური მხარდაჭერით პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულელები გახდა, აცხადებს, რომ დღევანდელ სხდომაზე გაარკვევს არის თუ არა მისი ადგილი მმართველი პარტიის რიგებში.
„შევალ და ვნახავ, ჩემი ადგილი არის თუ არა ამ გუნდში“, განუცხადა ფოფხაძემ ღიმილით ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომის დაწყებამდე და დაამატა: „მე არა მგონია, რომ ეს საკითხი დღეს ასე უნდა დაისვას და თუ ვინმე ასე დასვამს, ეს იქნება არასწორი და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ აქცენტებს არსებითი თემიდან არ გადავიტანთ რაღაცა კერძო, პირად საკითხებზე. ეს არ იქნება სწორი“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.